27 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


გამოცემა


საგამომცემლო სამსახური

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს  სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, რის შედეგადაც, ცენტრი  დაინტერესებულ საზოგადოებას, პერიოდულად, სთავაზობს სხვადასხვა სახის ბეჭდურ პროდუქციას: სამეცნიერო კრებულებს, ხელნაწერების, ისტორიული საბუთების, პირადი  არქივების აღწერილობებსა და კატალოგებს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პერიოდულ გამოცემას, საცნობარო და ბიბლიოგრაფიულ ლიტერატურას, ფუნდამენტურ სამეცნიერო პუბლიკაციებს, საიუბილეო და მიძღვნით კრებულებს და ა.შ.   აღსანიშნავია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოცემული ლიტერატურა, რაც ქართული მეცნიერების განვითარებას დიდად უწყობს ხელს. მათ შორისაა: კოდიკოლოგიური გზამკვლევი ­ შუა საუკუნეების  ქართული ხელნაწერი;  ქართული ბიბლია - რომელიც კონკრეტულ კვლევაზე დაფუძნებული ნაშრომია და მკითხველის ფართო საზოგადოებისთვისაა გნსაზღვრული; ქართული საისტორიო აქტები - იგი განკუთვნილია შუა საუკუნეების ისტორიის სპეციალისტთა და ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის; პირადი არქივების აღწერილობა - რომელიც ჯერჯერობით სამ ტომს წარმოადგენს და მოიცავს: ელენე მეტრეველის, ილია აბულაძისა და ამბროსი ხელაიას  პირადი არქივების აღწერილობებს; ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა - მასში თავმოყრილია 140 ქართული ხელნაწერის დაწვრილებითი აღწერილობა; ასევე მნიშვნელოვანია, ქართული აგიოგრაფიული ძეგლების სიმფონია-ლექსიკონები, პირთა ანოტირებული და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონები.

აღსანიშნავია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ალბომების სერია:  ქართული ხელნაწერი; ღვთისმშობელი; ძველი საქართველო; სასიყვერულო ბარათები; აღდგომა და ა.შ.

1971 წლიდან ცენტრი გამოსცემს პერიოდულ გამოცემას ,,მრავალთავი“ (ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი), დღემდე 23 ტომია გამოცემული.

 

სამსახურის თანამშრომლები:

ბერიძე ირმა (სამსახურის უფროსი)

გრძელიშვილი ლანა (სპეციალისტი)

პერანიძე ვლადიმერ (დამკაბადონებელ-დიზაინერი)


IV საერთაშორისო კონფერენცია - კულტურათაშორისი დიალოგი, იდენტობა და კულტურული მრავალფეროვნება
International conference - Art and Cross-Cultural Dialogue: Identity and Cultural Diversity
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”