27 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


სეზონური სკოლები


ქართველოლოგიის საერთაშორისო სკოლაქართული ხელნაწერი

 

ქართველოლოგიის სეზონური სკოლის „ქართული ხელნაწერი“ მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული ხალნაწერის, როგორც კულტურათაშორისი ურთიერთობების პროდუქტის, მრავალმხრივობის აქცენტირება, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის – ქართული დამწერლობის – საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა სამომავლო თანამშრომლობისათვის საფუძვლის მომზადება, თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა. საქართველოს რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლების სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის წახალისება მეცნიერებათა იმ დარგებში, რომელიც შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს.

 

სკოლის აკადემიური პროგრამა მოიცავდა 20-ზე მეტ ლექციას, ვორქშოფებს, ინტერაქტიულ პროგრამებს ექვსი სასწავლო მოდულის მიხედვით. სკოლის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს ექსკურსიებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მემორიალურ და იშვიათ გამოცემათა კაბინეტებში, რესტავრაცია-კონსერვაციისა და დიგიტალიზაციის ლაბორატორიებში, ასევე, გასვლით ლექციებს თემასთან დაკავშირებულ სამუზეუმო სივრცეში. სკოლის პროგრამა მოიცავს დისკუსიებს მრგვალი მაგიდის ფორმატში და მონაწილეთა სამეცნიერო კვლევების შედეგების პრეზენტაციას.


სეზონური სკოლები ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. 

 




IV საერთაშორისო კონფერენცია - კულტურათაშორისი დიალოგი, იდენტობა და კულტურული მრავალფეროვნება
International conference - Art and Cross-Cultural Dialogue: Identity and Cultural Diversity
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”