27 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


ქართული შრიფტები


საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები


შრიფტის გამოსაყენებლად  უპირველესად საჭიროა  მისი ინსტალაცია  თქვენს კომპიუტერში. გახსენით შრიფტის ფაილი და დააჭირეთ ღილაკს Instal. თითოეული შრიფტი ცალ-ცალკე უნდა დაინსტალირდეს.

 

ინსტალაციის შემდეგ შრიფტის პოვნა ყველა იმ პროგრამის ფონტების ჩამონათვალში  შეგიძლიათ, სადაც  ტექსტის  აკრეფაა შესაძლებელი.  მათ  შორის ყველაზე პოპულარულია Microsoft Office-ს პროგრამები (Word, Excel, PowerPoint და სხვ.).

 

შრიფტების სახელწოდებები ერთი პრინციპითაა შერჩეული. ყველა მათგანი იწყება ინიციალებით DM, რის გამოც  ანბანურ  ჩამონათვალში ყველა  ერთად იქნება თავმოყრილი. ინიციალებს მოსდევს მოღვაწის  სახელი, მაგ.  DM Vazha,  DM Ilia ან DM Davit Guramishvili.

 

ყველა შრიფტი მოცემულია ორ ფორმატში — ttf და otf. მათ შორის რაიმე მნიშვნელოვანი  სხვაობა   არაა,   თუმცა,   შესაძლოა,   ზოგიერთი  პროგრამა   ვერ ხსნიდეს ან სათანადოდ ვერ აღიქვამდეს ამ ორიდან ერთ-ერთი ფორმატის შრიფტის ფუნქციებს.  otf-ფორმატის შრიფტები დასახელებაში, დამატებით, ამ ასოებსაც შეიცავენ,  მაგ. DM Vazha otf.

 

თითოეული შრიფტი  შეიცავს   ასოთა  გადაბმებს  —  ლიგატურებს,  რათა  აკრეფილი ტექსტი მაქსიმალურად დაუახლოვდეს ავტოგრაფს.

 

Microsoft  Office  Word-ში სასურველი  შრიფტისა  და მიზი ზომის (კეგელის)  არჩევის შემდეგ აკრეფილი ტექსტი, როგორც  წესი, ასოთა გადაბმების (ლიგატურების) გარეშე დაიწერება.

 

Microsoft Office 2010-სა  და მომდევნო ვერსიებს აქვთ ლიგატურების ჩართვის ფუნქცია. მონიშნეთ აკრეფილი ტექსტი და აირჩიეთ Font.

 

გაიხსნება ფანჯარა,  რომელზეც უნდა აირჩიოთ ყუა Advanced.  განყოფილებაში OpenType Features ლიგატურების გასწვრივ არჩეული იქნება None, რაც  ნიშნავს, რომ ასოთა გადაბმები გამორთულია.

  

None-ს ნაცვლად აირჩიეთ Standard Only ან All და დააჭირეთ OK-ს.

  

თქვენ მიერ აკრეფილი ტექსტი გადაბმებით გამოჩნდება

    

შრიფტებისათვის, რომლებიც ლიგატურებს შეიცავენ,  ოპტიმალური პროგრამაა  Adobe InDesign.  იმისათვის, რომ InDesign-ში ტექსტი აკრიფოთ, უნდა მონიშნოთ ტექსტის ველი და აირჩიოთ სასურველი შრიფტი. როგორც წესი, ტექსტი გადაბმებით დაიწერება და ლიგატურების ფუნქციის გააქტიურება საჭირო არაა.

 

თუმცა თუ ლიგატურები ავტომატურად არაა ჩართული ან პირიქით, უბრალოდ არ გსურთ ლიგატურებით წერა, შეგიძლიათ მონიშნოთ ტექსტი და დამატებითი მენიუდან ჩართოთ/გამორთოთ ეს ფუნქცია ისე, როგორც  სურათზეა ნაჩვენები.

 

ზოგიერთი შრიფტი, გარდა ჩვეულებრივი ასოთა გადაბმებისა, შეიცავს აგრეთვე მოღვაწეთა ხელმოწერებს, ბეჭდებს, რომლებიც სპეციალური კოდების საშუალებით დაიწერება.

 

მაგალითად, შრიფტებით DM Vazha და DM Vazha otf აკრეფილი კოდები

*vaJa* და *vaJa-fSavela* მოგვცემს  შესაბამისად ამგვარ შედეგებს:

 

ილია ჭავჭავაძის  ხელმოწერის დასაწერად შრიფტით DM Ilia ან DM Ilia otf

აკრიფეთ კოდი *ilia*

  

DM Ilia და DM Ilia otf შეიცავენ აგრეთვე ილია ჭავჭავაძისა და ოლღა ჭავჭავაძის ბეჭდებს, რომელთა კოდებიც შესაბამისად არის *beWedi* და *olRa*

 

აკაკი  წერეთლის ხელმოწერის დასაწერად კი ყოველგვარი კოდირების გარეშე შრიფტით DM Akaki ან DM Akaki otf აკრიფეთ მისი სახელი — აკაკი.

 

 

პროექტი შეიქმნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და დიზაინერ დავით მაისურაძის მიერ, მუსიკოს ნიაზ დიასამიძის ინიციატივითა და ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს ფინანსური მხადაჭერით. 

 
 

 


IV საერთაშორისო კონფერენცია - კულტურათაშორისი დიალოგი, იდენტობა და კულტურული მრავალფეროვნება
International conference - Art and Cross-Cultural Dialogue: Identity and Cultural Diversity
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”