|  Geo |  Eng
   
   
     
     
    

 

 
 
 





 

   
 

 

   
       
 

 

გამოფენისა და განათლების დეპარტამენტი 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის მიზანია საგამოფენო და საგანმანათლებლო პროექტების შეთავაზებით განახორციელოს ცენტრში დაცული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ინტეგრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დეპარტამენტი უზრუნველყოფს სტაციონარული და მოძრავი გამოფენების მოწყობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ და საგამოფენოდ გამოტანილი კულტურული მემკვიდრეობასთან თანაზიარებითა და ინტერაქციით ხელს უწყობს საზოგადოების წევრების/ჯგუფების თვითრეალიზაციასა და შესაძლებლობების განვითარებას.
 

გამოფენა და განათლების დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს შემდეგ პროექტებს:

•    სტიპენდიის პროგრამა
•    სტაჟირების პროგრამა
•    სამაგისტრო პროგრამა
•    ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პირადი არქივები
•    გამოფენების საგანმანათლებლო პროგრამები
•    საქართველოს ოკუპაციის ისტორია
•    მემორიალური კაბინეტების სასწავლო–საგანმანათლებლო პროგრამა
•    საექსკურსიო ტური „მოგზაურობა ხელნაწერთა სამყაროში“
•    ქართული კალიგრაფია
•    დამწერლობის ფესტივალი
•    „მე მიყვარს წიგნი“
•    კალიგრაფიის სკოლა და სახელოსნო
•    კორნელი კეკელიძის სამეცნიერო სემინარი


 

 


 


 

 


          

 



 

 ძიება საიტზე