|
საკონკურსო ნიმუშის წარდგენის პროცედურა
საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის:
კონკურსის შესარჩევ ტურში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლემ (მასწავლებელმა) ხელნაწერი ნიმუში წარადგინა სკოლაში, თითოეულმა სკოლამ - შესაბამის რესურსცენტრში, ხოლო რესურსცენტრებმა უზუნველყვეს წარმოდგენილი საკონკურსო ნიმუშების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გადაცემა. სამინისტროდან საკონკურსო ნიმუშები გამოიგზავნა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის:
კონკურსის შესარჩევ ტურში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა და სხვა ზრდასრულმა დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო ნიმუში წარმოადგინეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლების დეპარტამენტში.
საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები კონკურსანტებისათვის:
კონკურსში ჩართულობის კოორდინირებას უზრუნველყოფდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;
საზღვარგარეთ მცხოვრებმა კონკურსის მონაწილეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებული ხელნაწერის სკანირებული ასლი საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საკონტაქტო პირის ელექტრონულ მისამართზე.
|