„ქართული კალიგრაფიის“ კონკურსის შესარჩევი ტური დასრულდა
2012 წლის 12 აპრილს დასრულდა „ქართული კალიგრაფიის“ კონკურსის შესარჩევი ტური. სულ შემოვიდა 1319 ნამუშევარი.
ინფორმაცია შესარჩევი ტურის შედეგებისა და მომდევნო ტურში გადასული კონკურსანტების შესახებ გამოქვეყნდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საიტზე მაისის დასაწყისში.