2012 წლის 24 აპრილს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა საგანმანათლებლო პროგრამა "ჩემი დედა ენა", რომელიც რამდენიმე კომპონენტს მოიცავდა:
1.გამოფენა
გამოიფინა იაკობ გოგებაშვილის, აკაკი წერეთლის, დიმიტრი ყიფიანის, სოლომონ არსენიშვილი-ბავრელის და სხვათა პირად საარქივო ფონდებში დაცული მასალა;
დამთვალიერებელს საშულება ჰქონდა ეხილა იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერები, ოსკარ შმერლინგის ილუსტრაციები, მათ შორის ილუსტრაციები მოთხრობისათვის „იავნანამ რა ჰქმნა“ იაკობ გოგებაშვილის მინაწერებით, „დედა ენის“ სტამბური კლიშეები, პირველნაბეჭდი „დედა ენა“, „დედა ენა’ აფხაზურ ენაზე და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სხვა უნიკალური მასალა;
2. შემეცნებითი საუბარი „იაკობ გოგებაშვილი“;
3. კომპიუტერული სასწავლო-შემეცნებითი პროგრამის „ჩემი შექმნილი წიგნი“ პრეზენტაცია. კომპიუტერული პროგრამის მიზანი იყო დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების წიგნთან ურთიერთობის კულტურის განვითარება, იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობის პოპულარიზება და წიგნის შექმნის ხელოვნებასთან ზიარება. ბავშვებს
შესაძლებლობა ჰქონდათ ნეტბუკში გაეფერადებინათ „რწყილი და ჭიანჭველა“, განელაგებინათ ზღაპრის ტექსტი ვირტუალურ ფურცელზე, დაესათაურებინათ თითოეული ეპიზოდი.
4. ჩატარდა მოსწავლეთა დამატებითი ჯგუფური საგანმანათლებლო აქტივობები.
საგანმანათლებლო პროგრამა 14 მაისის დასრულდა.