ქრისტიანულ–არქეოლოგიური ძიებანი
გამოვიდა „ქრისტიანულ–არქეოლოგიური ძიებანის“ მეორე ტომი. ახალი გამოცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ერთობლივად მოამზადეს.
პერიოდული სამეცნიერო გამოცემა 2008 წლიდან გამოდის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტზე არსებული ქრისტიანულ–არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ეგიდით.
წიგნის მთავარი რედაქტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ექვთიმე კოჭლამაზაშვილი.
კრებული მოიცავს მასალებს ქრისტიანული არქეოლოგიის რამდენიმე დარგში.