|  Geo |  Eng
  ებრაელი სტუმრები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

22 ივლისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია ხაიფას უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტის დოქტორი ემა მეიან ფანარი. სტუმარს მასპინძლობას უწევდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ გეგია.

მკვლევარი დაინტერესებულია IX-XI საუკუნეების ხელნაწერებში ინიციალების გამოსახულებებით, მათი გაფორმებითა და ზოგადად ამ პერიოდის ხელნაწერთათვის დამახასიათებელი დეკორატიული სისტემებით. კვლევითი ინტერესის შესაბამისად, მას საშულება ჰქონდა ეხილა IX-XI საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნები (ჯრუჭის ოთხთავი, 936-640 წწ.; იოანე ოქროპირის ცხოვრება, 968 წ.; წყაროსთავის ოთხთავი, X-XI სს.; მარტვილის ოთხთავი, 1050 წ.; ალავერდის სახარება, 1054 წ.) და დეტალურად გასცნობოდა მათი გაფორმების სისტემას.

სტუმარს საშუალება ჰქონდა გასცნობოდა ცენტრში დაცულ აღმოსავლური კოლექციისა და საარქივო მასალის ნაწილსაც.

დასასრულ, გაიმართა საინტერესო საუბარი, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ებრაული კვლევითი ცენტრების სამომავლო თანამშრომლობას შეეხებოდა.

სტუმარს საჩუქრად გადაეცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოცემები.

  სხვა სიახლეები
  18.08.2010 | თანამშრომლობის მემორანდუმი
  16.08.2010 | გადავარჩინოთ მოქვის სახარება
  29.07.2010 | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამკითხველო დარბაზი დროებით მუშაობას წყვეტს
  29.07.2010 | ქართული ბიბლია
  27.07.2010 | კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდია
  27.07.2010 | ქრისტიანულ–არქეოლოგიური ძიებანი
  27.07.2010 | ილია აბულაძის სახელობის სტიპენდია
  22.07.2010 | დიასპორის წარმომადგენლები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
 ძიება საიტზე