|  Geo |  Eng
  დიასპორის წარმომადგენლები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

22 ივლისს 18 საათზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დიასპორის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს მასპინძლობა ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ გაუწია.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციამ ქართველ ემიგრანტებს გააცნო ახლახან ჩამოყალიბებული მეგობართა საზოგადოების მიზნები და ამოცანები, შესთავაზა საზოგადოებაში გაწევრიანება და ცენტრის პროექტებში აქტიურად ჩართვა.

დიასპორის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ექსპოზიციაზე წარმოდგენილი უძველესი ხელნაწერები, გაეცნენ შუასაუკუნეების ისტორიულ დოკუმენტებსა და ცნობილი საზოგადო მოღვაწეების პირად საარქივო მასალებს.


  სხვა სიახლეები
  18.08.2010 | თანამშრომლობის მემორანდუმი
  16.08.2010 | გადავარჩინოთ მოქვის სახარება
  29.07.2010 | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამკითხველო დარბაზი დროებით მუშაობას წყვეტს
  29.07.2010 | ქართული ბიბლია
  27.07.2010 | კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდია
  27.07.2010 | ქრისტიანულ–არქეოლოგიური ძიებანი
  27.07.2010 | ილია აბულაძის სახელობის სტიპენდია
  22.07.2010 | დიასპორის წარმომადგენლები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
 ძიება საიტზე