|  Geo |  Eng
  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას

 
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღებას. სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება. 
 
სტაჟირების განმავლობაში საქართველოს ავტორიზებული და ავტორიზებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები, ასევე, უმაღლესი განათლების მქონე პირები ცენტრის დეპარტამენტების, ლაბორატორიებისა და სამსახურების ყოველდღიურ საქმიანობაში სრულფასოვან მონაწილეობას მიიღებენ, გაიღრმავებენ პროფესიულ ცოდნას, შეიძენენ პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევებს.
 
სტაჟირების სრული კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს ეძლევათ სერთიფიკატი.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას შემდეგი სტრუქტურული ერთეულების მიხედვით:
გთხოვთ იხილოთ ბმული

სტაჟიორად მიიღება საქართველოს ავტორიზებული და ავტორიზებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტი, ასევე, უმაღლესი განათლების მქონე პირი (თუ მოთხოვნაში არ არის დაზუსტებული საფეხური).
 
 
სტაჟირების კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
  • პირადი განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე (ჩამოსატვირთი ფორმა) .;
  • ავტობიოგრაფია, CV;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან; (სტუდენტისათვის ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან);
  • ორი ფოტოსურათი (3x4). 
  • სამოტივაციო წერილი

საბუთები მიიღება 2013  წლის 8 ოქტომბრიდან  25 ოქტომბრის  ჩათვლით სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტში.
 
საბუთების მიღების დასრულების შემდეგ კანდიდატებს მიეწოდებათ ინფორმაცია გასაუბრების კომისიის სხდომის თარიღის შესახებ.

 
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: 
მისამართი: მ. ალექსიძის 1/3
სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
პროგრამის კოორდინატორი: გამოფენისა და განათლების დეპარტამენტი
ტელ.: (32) 2 47 42 42 (შიდა 106)
ელ.ფოსტა: exb.edu@manuscript.ac.ge 



  სხვა სიახლეები
  17.07.2014 | საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები
  09.07.2014 | ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“
  08.07.2014 | კორნელი კეკელიძის სემინარი
  01.07.2014 | „მოხატული სახარება - 7 საუკუნის შემდეგ''
  16.06.2014 | ჩვენ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
 ძიება საიტზე