საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმასპინძლებენ
23 ივლისს, 18:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეგობართა საზოგადოების წევრებმა უმასპინძლეს.
სკოლის მონაწილეებს მიმართეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე, მეგობართა საზოგადოების გამგეობის წევრებმა: ალექსანდრე კვიტაშვილმა, ნათია წკეპლაძემ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა: ბუბა კუდავამ. შეხვედრას ესწრებოდნენ მეგობართა საზოგადოების გამგეობის წევრები, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
ღონისძიება უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში გაიმართა.