|  Geo |  Eng
  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების მორიგი შეკრება

17 ივლისს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების გამგეობის წევრთა მორიგი შეხვედრა გაიმართა. კრებას ესწრებოდნენ: საზოგადოების თავმჯდომარე რუსუდან კერვალიშვილი, გამგეობის წევრები: ტარიელ გვალია, დავით შალამბერიძე, კახა შენგელია, ლიკა მამაცაშვილი და სხვები. შეხვედრას თავმჯდომარეობდა ნათია წკეპლაძე.
გამგეობის წევრებმა ისაუბრეს უკვე დასრულებული და უახლოეს მომავალში ცენტრში დაგეგმილი პროექტების შესახებ. მათ შორისაა: დამწერლობის ფესტივალი, საზაფხულო სკოლა „ქართული დამწერლობა“ და საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“.
სხდომაზე შეიმუშავეს საზოგადოებაში გაწევრიანების პოლიტიკა. ასევე დაიგეგმა მეგობართა საზოგადოების პრეზენტაცია სხვადასხვა დაწესებულებაში და საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილეთა ოფიციალური მიღება.
 ძიება საიტზე