|  Geo |  Eng
  გამოფენა - ,,ბერძნული ხელნაწერები''

28 ივნისს, 19:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და თსუს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ინიციატივით, ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში გაიმართება გამოფენა სახელწოდებით  -  ,,ბერძნული ხელნაწერები’’.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ცენტრში დაცული ბერძნული ხელნაწერები, ფრაგმენტები და კონსპექტური ტიპის ჩანაწერები, რომლებიც ქრონოლოგიურად V_XVIII საუკუნეებით თარიღდება. ასევე გამოიფინება ცენტრში დაცული უძველესი პაპირუსები,  ცნობილი მკვლევრის, გრიგოლ წერეთლის კოლექციიდან, რომელიც 200-მდე პაპირუსის ფურცელს მოიცავს.
საგამოფენოდ შერჩეული ექსპონატები მნიშვნელოვანია, როგორც ბიზანტიური მწიგნობრული ტრადიციის განვითარების ისტორიისა და პოსტბიზანტიური ეპოქის ხელნაწერი წიგნის კვლევის, ასევე ქართულ-ბერძნული კულტურულ-ლიტერატურული უერთიერთობის შესწავლის თვალსაზრისით.
 
   
  სხვა სიახლეები
  24.05.2013 | სტაჟიორთა საყურადღებოდ!
  20.05.2013 | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წიგნის ფესტივალზე
  17.05.2013 | ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
  17.05.2013 | მოგზაურობა ხელნაწერთა სამყაროში
  15.05.2013 | ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა "ქართული დამწერლობა": 2012 წლის ანგარიში და განვითარების პერსპექტივები
 ძიება საიტზე