|  Geo |  Eng
  დამწერლობის ფესტივალი

29 ივნისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის ეზოში დამწერლობის ფესტივალი გაიხსნება და  1 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
სამდღიანი პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სახის აქტივობას, როგორიცაა: ქართული კალიგრაფიული წერის მასობრივი აქცია, კალიგრაფების ვორქშოფები, ანბანის თემაზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, კალიგრაფიის კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება, მათი ნამუშევრების გამოფენა და სხვა.
პროექტის მიზანია: ქართული დამწერლობის, როგორც კულტურული ფენომენის პოპულარიზაცია, საუკუნეების ტრადიციის მქონე ქართული კალიგრაფიული სკოლის აღორძინება.



 
 ძიება საიტზე