10 მაისს, 14:30 სთ.ზე, კეკელიძის დარბაზში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წყაროთმცოდნეობის და დიპლომატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქ-ნ მზია სურგულაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ისტორიული საბუთები (ტიპები და აგებულება)“.
მოხსენება წარმოადგენს განათლების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ საჯარო ლექციების ციკლის რიგით მეორე ლექციას.
4 მაისს ჩატარდა ამ პროგრამის რიგით პირველი ლექცია, რომელიც წაიკითხა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ; ფონდების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბატონმა შალვა გლოველმა. ლექცია შეეხებოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებს და დიდი დაინტერესება გამოიწვია მსმენელთა შორის.
აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია სპეციალურად ცენტრის სტაჟიორთათვის და მიზნად ისახავს სხვადასხვა დეპარტამენტების/ სამსახურების/ლაბორატორიებისა და მთლიანობაში ცენტრის გაცნობას.