|  Geo |  Eng

სამეცნიერო საბჭოს უფლება–მოვალეობანი:

  • სამეცნიერო საბჭო განიხილავს და წყვეტს ცენტრის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს.
  • სამეცნიერო საბჭო ირჩევს ცენტრის დირექტორს.
  • განიხილავს და ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების სამეცნიერო პროგრამების პროექტებს; სამეცნიერო კვლევაში ჩაურევლად განიხილავს და განსაზღვრავს ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. 
  • სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ სამეცნიერო საბჭოში დასამტკიცებლად წარდგენილი საკითხის განხილვისას, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან სამეცნიერო საბჭოში სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში, საბჭო ვალდებულია საკითხის გადაწყვეტამდე გამართოს კონსულტაცია მთელ სტრუქტურულ ერთეულთან. 
  • ღია კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, ირჩევს ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანალებს, რომლებსაც ამტკიცებს დირექტორი. 
  • ითანხმებს ცენტრის დირექტორის მიერ შემუშავებული წესდების, წესდების ცვლილებებისა ან/და დამატებების პროექტს. 
  • ამტკიცებს ცენტრის საშტატო განრიგს.
  • ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს.
  • ცენტრის დირექტორისგან ისმენს ცენტრის განვლილი წლის ბიუჯეტის შესრულე-ბის ანგარიშს და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს.
  • ისმენს და განიხილავს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ სამეცნიერო საკითხებს, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს. 
  • ისმენს დირექტორის მიერ შექმნილი მონიტორინგის ჯგუფების დასკვნებს.
  • ამზადებს საქართველოს მეცნიერთა ეროვნულ აკადემიაში განსახილველად წარსადგენ ცენტრის საქმიანობის წლიურ სამეცნიერო ანგარიშს. 
  • განიხილავს სხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამეცნი-ერო თანამშრომლობის საკითხებს.
  • იღებს გადაწყვეტილებას გამოცემებისათვის ცენტრის გრიფის მინიჭების შესახებ;
  • იღებს მონაწილეობას სამეცნიერო ჟურნალების/კრებულების მომზადებაში. ისმენს ცენტრის მიერ გამოცემული ყველა სამეცნიერო ჟურნალის/კრებულის მუშაობის ანგარიშს. 
  • დირექტორისა და სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - გადაწყვეტილებას.

 ძიება საიტზე