|  Geo |  Eng

 

ხელნაწერები

 ისტორიული დოკუმენტები 

 
საარქივო ფონდი 


   

ფონდების მართვის დეპარტამენტი

    

ხელმძღვანელი

შალვა გლოველი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
Tel.:(+995 32) 2 47 42 42 
E-mail: shalva.gloveli@manuscript.ac.ge


თანამშრომლები

 

 ფონდების მართვის დეპარტამენტი მართავს ხელნაწერი წიგნების, საისტორიო დოკუმენტების, პირადი არქივების ფონდებს და ფონდების მართვის დეპარტამენტის სტრუქტურაში შექმნილ სხვა ფონდებს; განსაზღვრავს ამ ფონდებთან დაკავშირებულ საკითხებს. საბიბლიოთეკო წიგნად ფონდებს, მემორიალური კაბინეტების და მემორიალურ ნივთთა ფონდებს, კარტოგრაფიის ფონდებს (ასევე სხვა ფონდებს რომლებიც ინახება საბიბლიოთეკო დეპარტამენტში) მართავს და აკონტროლებს საბიბლიოთეკო დეპარტამენტი, მაგრამ ფონდის შექმნის, ან ფონდების ინტეგრირების/გაყოფის შემთხვევაში საკითხს ათანხმებს ფონდების მართვის დეპარტამენტთან.

 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იმ დარგობრივ/პროფილური ფონდების/საფონდო მასალის დაცვაზე, აღრიცხვაზე, გამოყენებაზე, შენახვაზე, ამ ფონდებთან/საფონდო მასალებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, რომლებიც არ არიან ფონდების მართვის დეპარტამენტის უშუალო მართვის ქვეშ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სხვა სტრუქტურულ ერთეულებში (საბიბლიოთეკო დეპარტამენტში, საგამოფენო დეპარტამენტში, კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიაში, დიგიტალიზაციის ლაბორატორიაში და სხვ.) ინახება ან ფონდების მართვის დეპარტამენტიდან იქ დროებით არის გატანილი, პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.  

 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში მნიშვნელოვანი საფონდო შემოსავალი ტარდება ხელნაწერთა ეროვცნული ცენტრის მთავარ შემოსულობათა წიგნში.

 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარ შემოსულობათა წიგნი ინახება ფონდების მართვის დეპარტამენტში, უშუალოდ ფონდების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და მასში შემოსულობის შესახებ მოკლე ჩანაწერს ახორციელებს ფონდების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარ შემოსულობათა წიგნში ტარდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დარგობრივ/პროფილური ფონდების/საფონდო მასალის მნიშვნელოვანი შემოსულობა.

 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარ შემოსულობათა წიგნში გასატარებელ მასალას განსაზღვრავს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ან ცენტრის დირექტორი.  

 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარ შემოსულობათა წიგნში მასალის გატარების შემდეგ ფონდების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას რომელ სტრუქტურულ ერთეულს თუ უჯრედს გადაეცეს შესანახად.

 ძიება საიტზე
 
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძისა და კორნელი კეკელიძის სტიპენდიის პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ...
 დაწვრილებით
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა 13 ივნისს და დასრულდა 16 ივლისს...
 დაწვრილებით
2014 წლის 23 ივლისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა სახელწოდებით „ქართული ხელნაწერი“ დაიხურა.
 დაწვრილებით
კორნელი კეკელიძის რიგით 107-ე სამეცნიერო სემინარზე ბაჩო კეკელია წაიკითხა მოხსენება თემაზე: "რამდენიმე დაკვირვება ანისის ქართულ წარწერებზე"
 დაწვრილებით
10 ივლისს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის - „მოხატული სახარება - 7 საუკუნის შემდეგ“ პრეზენტაცია გაიმართა.
 დაწვრილებით
  ყველა სიახლე
  16.06.2014 | ჩვენ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  14.06.2014 | "ფსალმუნნი და გალობანი' - ახალი გამოცემის პრეზენტაცია
  13.06.2014 | კონკურსი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე
  03.06.2014 | სტიპენდია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისგან
  02.06.2014 | არქივთმცოდნეობის დეპარტამენტის არქივარიუს, მეცნიერ თანამშრომლის ნახევარ საშტატო ერთეულებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები
 ყველა სიახლე