|  Geo |  Eng
   
   
     
     
    

 

 
 
 





 

   
 

 

   
       
 
წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის
დეპარტამენტი

    



ხელმძღვანელი

მზია სურგულაძე
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
Tel.:(+995 32) 2 47 42 42
Email:
mziasurguladze@yahoo.com

თანამშრომლები

 

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თავმოყრილია საქართველოს ისტორიის ამსახველი წერილობითი წყაროების უდიდესი ნაწილი. მათ შორის არის "ქართლის ცხოვრება", "მოქცევაი ქართლისაი", აგიოგრაფიული თხზულებები, გვიანი შუა საუკუნეების ისტორიკოსების თხზულებები; საქართველოს ისტორიისათვის განსაკუთრებით ფასეულია ცენტრში დაცული დოკუმენტური მასალა - ათიათასობით ისტორიული საბუთი, რომელთა შორისაა ქართველ მეფეთა და მღვდელმთავართა სახელით გაცემული გუჯრები, ადმინისტრაციული აქტები, კერძო პირთა გარიგებები, ოფიციალური თუ პირადი მიმოწერა და სხვ. გარდა ქართულენოვანი წყაროებისა, ცენტრის საცავებში ინახება არაბული, ოსმალური, სპარსული, სომხური დოკუმენტები და საისტორიო თხზულებები. ასეთივე ღირებულებისაა ხელნაწერთა არშიებზე მოთავსებული მრავალრიცხოვანი მინაწერები - საგვარეულო მოსახსენებლები და მატიანეები.


   

ამ მასალის ბაზაზე, დღიდან დაარსებისა, ცენტრში ჩამოყალიბდა წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის მიმართულება, რომელსაც უკვე ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მასალის სპეციფიკამ თავისთავად განსაზღვრა აღნიშნული მიმართულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროფილი. დეპარტამენტის საქმიანობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს:


   

1.მასალის ზუსტი აღნუსხვა და აღწერა, საძიებო სისტემების სრულყოფა - სხვადასხვა ტიპის კატალოგის მომზადება.


   

2.საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობითი ბაზა, ბაზის გაფართოება - ისტორიული წყაროების პუბლიკაცია.


   

დეპარტამენტის სამეცნიერო-კვლევით მუაობაში ყოველთვის დიდი ადგილი ეთმობოდა საქართველოს ისტორიის აღმოსავლური წყაროების - სომხური, არაბული, სპარსული, თურქული - აღნუსხვა-შესწავლასა და პუბლიკაციას.


   

ვრცლად დეპარტამენტის შესახებ

 

 

 ძიება საიტზე
 
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით იგეგმება კონკურსის "ქართული კალიგრაფია" ორგანიზება.
 დაწვრილებით
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას ებრაული ხელნაწერების შესახებ
 დაწვრილებით
გამოფენა ხელმოწერა - ძალა ისტორიასა და სამართალში - გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მეფეების: თამარის, გიორგი III-ის, ლაშა-გიორგის, ერეკლე II-ის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების მიერ გაცემული სიგელები მათ ხელმოწერებით. ეს გამორჩეული მნიშვნელობისა და, ხშირ შემთხვევაში, იურიდიული დატვირთვის მქონე ავტოგრაფები
 დაწვრილებით
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღებას. სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება.
 დაწვრილებით
2015 წლის პირველ აპრილს, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდება კონფერენცია ,,ტექსტოლოგიური ძიებანი’’.
 დაწვრილებით
  ყველა სიახლე
  24.03.2015 | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა სასერთიფიკატო საბუთების მიღებას
  23.03.2015 | საგანმანათლებლო პროექტი "ჩემი კოლექცია"
  23.03.2015 | საგამოფენო-საგანმანათლებლო კონკურსი "დამწერლობის კიდობანი"
  20.03.2015 | პრეზენტაცია - „შუა საუკუნეების ხელნაწერების სამეცნიერო მიზნით გადაღება (დიგიდალიზაცია) : სინას პალიმფსესტები და სხვ.“
  20.03.2015 | მოქვის სახარების ალბომის პრეზენტაცია
 ყველა სიახლე