|  Geo |  Eng
ხელნაწერები
ისტორიული დოკუმენტები
  ქართული დოკუმენტები
  არაბული დოკუმენტები
  ოსმალური დოკუმენტები
  სომხური დოკუმენტები
  სპარსული დოკუმენტები
საარქივო ფონდი
კომპოზიტორთა არქივები

არაბულენოვანი დოკუმენტების (Arld) კოლექცია

კოლექციაში თავმოყრილია დაღესტნური წარმოშობის 300-ზე მეტი არაბულენოვანი დოკუმენტი (დედანი და პირი). საბუთები  1930-იან წლებშია შეძენილი. დოკუმენტები მოგვიანო პერიოდისაა და XVIII-XIX საუკუნეებით თარიღდება.

საბუთებში დოკუმენტურად არის ასახული დაღესტნის XVIII-XIX საუკუნეების ისტორია და ადგილობრივი მთიელების ტრადიციული ყოფა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საბუთების ერთი ჯგუფი (Arld 22-85), სადაც დაცულია ძვირფასი ისტორიული ცნობები იმამ შამილის მოძრაობის შესახებ. კოლექციაში ვაწყდებით საქართველოსა და დაღესტნის ურთიერთობათა ამსახველ რამდენიმე საყურადღებო დოკუმენტის პირსაც (Arld 10, 11, 16, 18, 21).

 ძიება საიტზე