|  Geo |  Eng
ხელნაწერები
  ქართულ ხელნაწერთა ფონდი
  აღმოსავლურ ხელნაწერთა ფონდი
  ბერძნული ხელნაწერთა ფონდი
  რუსულ ხელნაწერთა ფონდი
  უცხოენოვან ხელნაწერთა ფონდი
ისტორიული დოკუმენტები
საარქივო ფონდი
კომპოზიტორთა არქივები

ქართული ხელნაწერების S ფონდი

S ფონდი  -  ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქართულ ხელნაწერთა კოლექცია.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დაარსდა 1879 წელს, ქალაქ თბილისში, სახელოვანი ქართველი საზოგადო მოღვაწეების: ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანის, იაკობ გოგებაშვილისა და სხვათა ინიციატივით. 1888 წლიდან საზოგადოებამ ქართველი პუბლიცისტის იონა მეონარგიას წინადადებით დაიწყო ხელნაწერების მოძიება და შეგროვება. თავდაპირველად ხელნაწერთა ფონდი ივსებოდა კერძო შემოწირულობათა ხარჯზე, მოგვიანებით კი დაიწყო ხელნაწერების შეძენაც. 

S ფონდში დაცული ხელნაწერებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია:"ვისრამიანი".

 

 ძიება საიტზე