|  Geo |  Eng
ხელნაწერები
  ქართულ ხელნაწერთა ფონდი
  აღმოსავლურ ხელნაწერთა ფონდი
  ბერძნული ხელნაწერთა ფონდი
  რუსულ ხელნაწერთა ფონდი
  უცხოენოვან ხელნაწერთა ფონდი
ისტორიული დოკუმენტები
საარქივო ფონდი
კომპოზიტორთა არქივები

ქართული ხელნაწერების A ფონდი

A ფონდი  -  ყოფილი საეკლესიო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა კოლექცია. საეკლესიო მუზეუმი დაარსდა 1889 წელს, ქალაქ თბილისში, ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგისა და ეთნოგრაფოსის დიმიტრი ბაქრაძის ინიციატივით. მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი ივსებოდა შენაძენებისა და კერძო შემოწირულობების ხარჯზე. 

A ფონდში დაცული ხელნაწერებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: ზატიკი, სვანური მრავალთავი, ალავერდის ოთხთავი,  გელათის ოთხთავი, ვანის ოთხთავი, ექვთიმე მთაწმინდელის სვინაქსარი, ასტრონომიული ტრაქტატი, გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულება.

 

                                  

 ძიება საიტზე