|  Geo |  Eng
ხელნაწერები
  ქართულ ხელნაწერთა ფონდი
  აღმოსავლურ ხელნაწერთა ფონდი
  ბერძნული ხელნაწერთა ფონდი
  რუსულ ხელნაწერთა ფონდი
  უცხოენოვან ხელნაწერთა ფონდი
ისტორიული დოკუმენტები
საარქივო ფონდი

ქართული ხელნაწერების ფონდი

ქართული ხელნაწერების ფონდში თავმოყრილია ათასობით ხელნაწერი. მათ შორის არის რამდენიმე ათასი პალიმფსესტური ფურცელიც. ხელნაწერები თარიღდება V-XIX საუკუნეებით.

ფონდში წარმოდგენილია საეკლესიო მწერლობის როგორც ორიგინალური, ასევე ნათარგმნი ძეგლები.

ორიგინალური ნიმუშებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შედარებით უფრო გვიანდელი ხელნაწერებით მოღწეული უძველესი ქართული მარტიროლოგიური თხზულებები: "შუშანიკის წამება", "ევსტათე მცხეთელის წამება", "აბო თბილელის წამება" და სხვ.

ნათარგმნი ძეგლებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დიდი ბიზანტიელი ღმრთისმეტყველების: გრიგოლ ნაზიანზელის, ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, იოანე სინელის, გრიგოლ ნოსელის, მაქსიმე აღმსარებელის და სხვათა თხზულებების თარგმანები, შესრულებული ცნობილი ქართველი მწიგნობრების: ექვთიმე მთაწმიდლის, გიორგი მთაწმიდლის, ეფრემ მცირის, არსენი იყალთოელისა და სხვათა მიერ.

ფონდში საეკლესიო მწერლობის ძეგლების გარდა, დაცულია საერო ლიტერატურის უძვირფასესი ნიმუშები, მათ შორის, სახელოვანი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" უნიკალური ნუსხები.

ფონდში ინახება ასტროლოგიური, გეოგრაფიული, სამედიცინო, მათემატიკური, სამხედრო და სხვა ხასიათის თხზულებათა შემცველი ხელნაწერებიც.

ქართული ხელნაწერების ფონდი დაყოფილია ოთხ - AH,  Q და S ფონდად.

 

 

 

 ძიება საიტზე